საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გარდა, კანონის სასარგებლოდ ხმა მისცა „ევროპელი სოციალისტების“ ორმა წევრმაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
პლენარული სხდომა დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერ დეპუტატებს არაერთხელ დაუპირისპირდნენ. პარალელურად, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები რუსული კანონის მიღებას სახელმწიფოს ღალატსა და კონსტიტუციურ გადატრიალებას უწოდებენ. მათი შეფასებით, 84-ვე დეპუტატი საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ისინი მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ.
„მესამეჯერ მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს კრემლის სასარგებლოდ შლის, ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ასრულებს ჩვენს წევრობას ევროკავშირსა და ნატოში, ჩვენს დემოკრატიას ავტორიტარიზმად აქცევს. ეს არის ის დავალება, რომელიც ივანიშვილმა უკლებრივ ყველა დეპუტატს განუსაზღვრა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ბრძოლას არა მხოლოდ რუსული კანონის, არამედ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. წინ არის პრეზიდენტის ვეტო და წინ არის ოქტომბერი“, - განაცხადა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები არიან:
- გიორგი ბარვენაშვილი - „ქართული ოცნება“
- გია ბენაშვილი - „ქართული ოცნება“
- ირაკლი ბერაია - „ხალხის ძალა“
- რიმა ბერაძე - „ქართული ოცნება“
- მაია ბითაძე - „ქართული ოცნება“
- ანზორ ბოლქვაძე - „ხალხის ძალა“
- ელისო ბოლქვაძე - „ქართული ოცნება“
- მაკა ბოჭორიშვილი - „ქართული ოცნება“
- ელგუჯა გოცირიძე - „ქართული ოცნება“
- ბექა დავითულიანი - „ქართული ოცნება“
- ალექსანდრე დალაქიშვილი - „ქართული ოცნება“
- ზაურ დარგალი - „ქართული ოცნება“
- ისკო დასენი - „ქართული ოცნება“
- ზაალ დუგლაძე - „ქართული ოცნება“
- ავთანდილ ენუქიძე - „ევროპელი სოციალისტები“
- გოჩა ენუქიძე - „ქართული ოცნება“
- გია ვოლსკი - „ქართული ოცნება“
- ირმა ზავრადაშვილი - „ქართული ოცნება“
- ირაკლი ზარქუა - „ქართული ოცნება“
- არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“
- ედიშერ თოლორაია - „ქართული ოცნება“
- ფრიდონ ინჯია - „ევროპელი სოციალისტები“
- რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნება“
- ლადო კახაძე - „ქართული ოცნება“
- დავით კაჭარავა - „ხალხის ძალა“
- გიორგი კახიანი - „ქართული ოცნება“
- კახა კახიშვილი - „ქართული ოცნება“
- პაატა კვიჟინაძე - „ქართული ოცნება“
- ბაია კვიციანი - „ქართული ოცნება“
- ირაკლი კირცხალია - „ქართული ოცნება“
- სუმბატ კიურეღიანი - „ქართული ოცნება“
- ლევან კობიაშვილი - „ქართული ოცნება“
- რესან კონცელიძე - „ქართული ოცნება“
- მარიამ ლაშხი - „ქართული ოცნება“
- ზაზა ლომინაძე - „ქართული ოცნება“
- დავით მათიკაშვილი - „ქართული ოცნება“
- სამველ მანუკიანი - „ქართული ოცნება“
- ლევან მაჭავარიანი - „ქართული ოცნება“
- გურამ მაჭარაშვილი - „ქართული ოცნება“
- ლევან მგალობლიშვილი - „ქართული ოცნება“
- ირაკლი მეზურნიშვილი - „ქართული ოცნება“
- გოგი მეშველიანი - „ქართული ოცნება“
- ირაკლი მეძმარიაშილი - „ქართული ოცნება“
- სავალან მირზოევი - „ქართული ოცნება“
- გივი მიქანაძე - „ქართული ოცნება“
- ზაალ მიქელაძე - „ხალხის ძალა“
- იმედა ნიკურაძე - „ქართული ოცნება“
- ანტონ ობოლაშვილი - „ქართული ოცნება“
- ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნება“
- ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნება“
- შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“
- გელა სამხარაული - „ქართული ოცნება“
- დიმიტრი სამხარაძე - „ქართული ოცნება“
- ნიკოლოზ სამხარაძე - „ქართული ოცნება“
- ვიქტორ სანიკიძე - „ქართული ოცნება“
- ეკა სეფაშვილი - „ხალხის ძალა“
- დავით სონღულაშვილი - „ქართული ოცნება“
- გიორგი სოსიაშვილი - „ქართული ოცნება“
- სოზარ სუბარი - „ხალხის ძალა“
- ალექსანდრე ტაბატაძე - „ქართული ოცნება“
- ნოდარ ტურძელაძე - „ქართული ოცნება“
- ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნება“
- ლევან ქარუმიძე - „ქართული ოცნება“
- მერაბ ქვარაია - „ქართული ოცნება“
- სალომე ქურასბედიანი - „ქართული ოცნება“
- ალუდა ღუდუშაური - „ქართული ოცნება“
- მიხეილ ყაველაშვილი- „ხალხის ძალა“
- თენგიზ შარმანაშვილი - „ქართული ოცნება“
- ირაკლი შატაკიშვილი - „ქართული ოცნება“
- გიორგი ჩაკვეტაძე - „ქართული ოცნება“
- გოდერძი ჩანქსელიანი - „ქართული ოცნება“
- ქეთევან ჩარკვიანი - „ქართული ოცნება“
- ვასილ ჩიგოგიძე - „ქართული ოცნება“
- გიორგი ცაგარეიშვილი - „ქართული ოცნება“
- ბეჟან წაქაძე - „ქართული ოცნება“
- ნინო წილოსანი - „ქართული ოცნება“
- ხატია წილოსანი - „ქართული ოცნება“
- გრეტა წიწავა - „ქართული ოცნება“
- გივი ჭიჭინაძე - „ქართული ოცნება“
- შოთა ხაბარელი - „ქართული ოცნება“
- გიორგი ხახუბია - „ქართული ოცნება“
- სალომე ჯინჯოლავა - „ქართული ოცნება“
- ვიქტორ ჯაფარიძე - „ხალხის ძალა“
- დიმიტრი ხუნდაძე - „ხალხის ძალა“
რუსული კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ვეტოს გამოყენებას აპირებს.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
პარლამენტმა რუსული კანონი პირველი და მეორე მოსმენებით 17 აპრილს და 1-ელ მაისს მიიღო.