შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.
„აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილია“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადა სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ითხოვენ, მმართველმა პარტიამ უკან გაიწვიოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონპროექტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე მობილიზებული ჰყავს დიდი რაოდენობით პოლიციელები, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.
საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგწიწაკის სპრეი გაუშვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ აქციაზე მშვიდი ვითარება იყო და სპეციალური საშუალების გამოყენება მოულოდნელად მოხდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუჭირა მხარი, დღეს კი პლენარულ სხდომაზე განსახილველად გაიტანა, თუმცა სხდომა კენჭისყრის გარეშე დასრულდა. მმართველი პარტიის წევრებმა საკანონმდებლო ორგანო დღესაც სპეცრაზმისა და პოლიციის დახმარებით დატოვეს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს, 12:00 საათზე გაგრძელდება.
