რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორისა და ჯავის რაიონების მოსახლეობისთვის ე.წ. გამშვები პუნქტები, 14-18 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიხსნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევიც ესწრებოდა, გადაწყდა, რომ ოკუპირებული რაიონების მცხოვრებლები „რაზდახანის“ (ოძისი/მოსაბრუნი) და „პერეუს“ (პერევი) გამშვები პუნქტებით დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთას 14 აპრილს, პარასკევს, დილის 8 საათიდან შეძლებენ. გადაადგილება 18 აპრილს, საღამოს 8 საათზე კვლავ შეიზღუდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები, აღდგომის პერიოდში, გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებენ.
2022 აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებით, „რაზდახანის“ და „პერეუს“გადასასვლელები ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე მუშაობს. მანამდე, თითქმის სამი წლის განმავლობაში, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაადგილება აკრძალული იყო.
ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტი/დაბადების მოწმობა ან ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეციალური საშვის ქონა.
