თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა გოჩა ჯეირანაშვილმა, ლაშა თავართქილაძემ და ოთარ სიჭინავამ (თავმჯდომარე) არ დააკმაყოფილეს ტელეკომპანიების „ფორმულას“, „მთავარი არხის“ და ლევან ხაბეიშვილის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებას, რითაც სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი.
ლილუაშვილი სადავოდ ხდიდა მედიაში გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდება. პირველმა ინსტანციამ მოსარჩელის მიმართ ცილისწამების ფაქტი დაადგინა და მოპასუხეებს, იმავე მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელებული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა.
სააპელაციო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ასევე, იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე.
საჩივარში მედიის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ არასწორი იყო პირველი ინსტანციის შეფასება გაკეთებული განცხადებების ფაქტებად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან იყო ჟურნალისტის მოსაზრებები და დასკვნები, რაც საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობოდა და რის გამოც დაუშვებელია მათ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ განცხადებით, სააპელაციო სასამართლოშიც მოსამართლეებმა სუს-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში განიხილეს; სასამართლომ ისევ არ მიიღო მხედველობაში, რომ არ დასტურდება ზიანი, რომელიც თითქოს გრიგოლ ლილუაშვილს მიადგა გავრცელებული განცხადებებით; სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის, ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია სუს-ის ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა დღეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის მერის და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. სასამართლომ მოპასუხეებს ცილისწამების უარყოფა და სოლიდარულად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.