„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ საარჩევნო სიაში წარმატებული სპორტსმენების შეყვანასთან დაკავშირებული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მათი „ბულინგი სამარცხვინოა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„სპორტსმენები არიან სწორედ ის ხალხი, ვისაც ყველაზე კარგად ესმის შრომის ფასი და თავისი შრომის ფასად უდიდესი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული. ამ ადამიანების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია. რა არის გაუგებარი იმაში, რომ რამდენიმე ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტში თავის სფეროს და იღვაწოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა, ზოგადად, ქართულ სპორტში. ...
ჩვენ „ლუზერებს“ არ ვწერთ სიაში, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ, განსხვავებით მარგინალი ოპოზიციისაგან.
შესაბამისად, წარმატებული ადამიანების „ქართული ოცნების“ სიაში ყოფნა ძალიან ბუნებრივი მოვლენაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ოდიშარიამ, რომელიც პარტიის პირველ ოცეულში არ არის.
მისივე თქმით, ასევე, „ძალიან ბუნებრივი ამბავია“ საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა: „ადამიანი არის პოლიტიკაში შემოსული, ის არის უპირობო ლიდერი და ავტორიტეტი „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი მრავალათასიანი მომხრეებისთვის. პარლამენტის წევრი ის აუცილებლად გახდება“.
„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, ხოლო მეორე ნომრად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა დასახელებული. სიის პირველ ათეულში მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონებიც - მეშვიდე ნომერი ძალოსანი ლაშა ტალახაძეა, მეათე კი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
მმართველ პარტიას პარლამენტში ყოფილი სპორტსმენების შეყვანაც სურს. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამგორის დელეგატად ყოფილი ძიუდოისტი, რიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი წარადგინა, ვაკის დელეგატად წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი ზუკა რურუა, ხოლო მთაწმინდა-კრწანისის დელეგატად ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა. კაჭარავა 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატიცაა და მმართველი პარტიის განშტოებას, „ხალხის ძალას“ წარმოადგენს. გორი კასპის დელეგატია ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - გორის მოქმედი მერი, ყოფილი მოჭიდავე და რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
