საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, 7 ქალაქში - ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში დამატებით თითო-თითო საარჩევნო უბნის გახსნა გადაწყვიტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
ამ დროის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს განკარგულების მიხედვით, დამატებითი უბნების მისამართებია:
- №61 საარჩევნო უბანი - ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-იორკი, მის: 144 აღმოსავლეთის 44-ე ქუჩა, მე-4 სართული, ქ. ნიუ-იორკი, ნიუ იორკი 10017/144 E 44th steet, 4th floor, New York, NY 10017;
- №62 საარჩევნო უბანი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი, მის.: რაუხშტრასე 11, 10787 ბერლინი/Rauchstraße 11, 10787 Berlin;
- №63 საარჩევნო უბანი - ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა, მის.: ქ. ბარსელონა, პასეო დე გრასია 7, 3 მარჯვენა/Kingdom of Spain, Barcelona 08007, Paseo de Gracia №7, 3 derecha;
- №64 საარჩევნო უბანი - იტალიის რესპუბლიკა, ქ. რომი, მის.: ვია დელ პლებიშიტო, 102, 00186 რომი/Via Del Plebiscito, 102, 00186 Roma, Italia;
- №65 საარჩევნო უბანი - საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი, მის.: არგონავტონის ქ. 11, ატიკის ოლქი, ხალანდრი/11 Argonavton str., Khalandri, Attica, P.C. 15232, Athens, Greece;
- №66 საარჩევნო უბანი - საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. სალონიკი, მის.: მიტროპოლიტუ ამვროსიუ მოსხონისიონ 11, 546 55/Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, 546 55;
- №67 საარჩევნო უბანი - საფრანგეთის რესპუბლიკა, ქ. პარიზი, მის.: 8 რუ ბრემონწიე 75017 პარიზი/8 Rue Bremontier 75017 Paris.
დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის საფუძველი გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადაცემული განახლებული მონაცემები ამ ქალაქებში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეთა შესახებ.
„სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნები იქმნება არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი განახლებული მონაცემების თანახმად, ზოგიერთ უბანთან, ქალაქთან მიმართებით გაზრდილია ამომრჩეველთა რაოდენობა ისე, რომ აჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ რაოდენობას“, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვადა 7 ოქტომბერს ამოიწურა.
