სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგარეჯოში ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მამუკა შაქარაშვილი დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი სულხან ჭკადუა საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება“, - საგამოძიებო სამსახური თავის განცხადებაში მალავს, რომ მამუკა შაქარაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელია.
შაქარაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლების 1-ელი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყველაზე მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
„საქართველოს ამბებმა“ საგამოძიებო სამსახურს ჰკითხა, რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რადგან 6 ივლისს, საგარეჯოში, ორზე მეტ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს ჯგუფურად დაესხნენ, რისთვისაც სასჯელი უფრო მკაცრია. სამსახურმა ამაზე განმარტება არ გააკეთა.
6 ივლისს, საგარეჯოში, სადაც ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს პენსიონერებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, საგანგებოდ, ორგანიზებულად შეიკრიბნენ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრები, აქტივისტები და მერიის თანამშრომლები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, არამედ შეხვედრის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებსაც, მათ ქვები დაუშინეს და კამერები დაუზიანეს. შეურაცხყოფა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს არ მიაყენეს. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ფიზიკური დაპირისპირება დასრულდა.
ამ თემაზე:
კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დანაშაული 4-ჯერ გაიზარდა - „ოცნების“ წახალისებული ძალადობა
