„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) განმარტავს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეული პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი. სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას. დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით.
„დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება.
დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას“, - აცხადებს საია.
როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას. ამრიგად, საიას თანახმად, პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.
პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მეთერთმეტე პარლამენტი პირველ 25 ნოემბერს შეიკრიბება, იმის მიუხედავად, მოიწვევს თუ არა სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა 19 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს განსახილველად.
ამ თემაზე:
სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია შეაფერხოს ახალი პარლამენტის საქმიანობა - მდინარაძე
