საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 20 ოქტომბერს, თბილისში მსვლელობა - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის, „ჩემი ხმის“ მიერ დაანონსებულ ამ ღონისძიებას პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
„20 ოქტომბერს თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელზეც გეპატიჟებით აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, დაგეგმილი მარში დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დადასტურების იარაღია.
„ეს მარში და დემონსტრაცია განკუთვნილი არის იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ირჩევენ ევროკავშირს.
ჩვენ გვახსოვს ის დიდი ერთობა, რომელიც გვქონდა მარტის აქციების დროს და, შესაბამისად, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს ვანახოთ, რომ, დიახაც, საქართველო ირჩევს ევროკავშირს. ჩვენ ვართ გაერთიანებულები ზუსტად ამ მიზნის გარშემო.
სხვადასხვა ჯგუფებს, ალბათ, თავისი ლოკაცია ექნებათ. ამ შემთხვევაში, მე მგონი, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მხრიდან მოხდეს ხალხის გაერთიანება თავისუფლების მოედანზე. რა თქმა უნდა, მსვლელობა იქნება მტკვრის ორივე სანაპიროზე. ჩვენც, სამოქალაქო საზოგადოებას, გვექნება ჩვენი ლოკაცია“, - თქვა გიგაურმა.
„მომავალი არჩევნები ნამდვილად არის რეფერენდუმის ძალის და მნიშვნელობის, სადაც მოქალაქეები დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს - უნდათ ევროპისკენ სვლა, თუ საქართველო დარჩება რუსული გავლენის ქვეშ. შესაბამისად,
ამ მარშის მიზანი იქნება ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ და მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ, რომ საქართველოში, ამ ქვეყნის მოსახლეობა, მისი უმრავლესობა ირჩევს ევროპას“, - აღნიშნა ყოფილმა სახალხო დამცველმა, „საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მარშს აუცილებლად შეუერთდებიან და კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერენ მხარს.
„20 ოქტომბერს თბილისის ქუჩებში ხალხმრავლობა ბიძინა ივანიშვილისთვის გზავნილი უნდა იყოს, რომ არც გაბედოს არჩევნების პროცესში მანიპულაცია და ქართველი ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.
ჩავთვალოთ, რომ ვინც იქ მივა, იცავს არა მხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ წინსწრებით საკუთარ ხმას არჩევნებში“, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
მსვლელობის გამართვის ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
