საქართველოს და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისში მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.
26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ შემდეგი ავტობუსები: N301; N306; N308; N310; N311; N314; N315; N320; N326; N327; N331; N337; N342; N345; N352; N358; N359; N364; N378; N381; N384; N386; N388; N391; N397.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პარალელურად, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.
დღევანდელი თამაში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. 21 მარტს, ნახევარფინალში ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხა, დღეს გამარჯვებული გუნდი კი გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
