2023 წლის 1-ელი მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, აქედან 9 266 ტონა რუსეთში, 970 ტონა სომხეთში, 20 ტონა ბელორუსში და 18 ტონა უკრაინაში. ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება - 143 ათასი აშშ დოლარით (1%) გაიზარდა.
რაც შეეხება მოცვს, 2023 წლის 1-ელი მაისიდან დღემდე, საქართველოდან 2 884 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 17.3 მლნ აშშ დოლარია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 678 ტონით (2.4-ჯერ), ხოლო ღირებულება - 10.0 მლნ აშშ დოლარით (2.4-ჯერ) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 730.9 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (39.7 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (20.9 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (5.7 ტონა), კუვეიტში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.9 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (3.0 ტონა).
