პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დანიშნა. ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ირაკლი ბერაია პარლამენტის წევრი 2016 წელს, პარტია „ქართული ოცნებიდან“ გახდა. 2015-2016 წლებში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2012-2015 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. 2012 წელს ირაკლი ბერაია სამეგრელო-ზემო სვანეთში „ქართული ოცნებოს“ კოორდინატორი იყო.
ირაკლი ბერაიამ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე შეცვალა, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა 3 აპრილს გამოსცა.
„ირაკლი ბერაიას არც განათლება, არც შესაბამისი გამოცდილება დაზვერვის სამსახურში არ გააჩნია. პარლამენტში ის იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეცსამსახურის დავალებების შემსრულებელი და „ქართული ოცნების“ ერთგული. სხვა არანაირი კომპეტენცია მას ამ სფეროში არ ჰქონდა. ეს არის კატასტროფა ჩვენი დაზვერვის სამსახურისთვის მაშინ, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ამხელა გამოწვევები აქვს.
როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ თავისი მორჩლი კაცი არჩია პროფესიონალს [შალვა ლომიძეს - რედ.], რომელიც 2014 წლიდან მუშაობდა დაზვერვის სამსახურში“, - განაცხადა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, რომელი თავდაცვისა და უშისროების კომიტეტში ბერაიას მოადგილე იყო.
საქართველოს დაზვერვის სამსახური სახელმწიფოში მთავარი სადაზვერვო დაწესებულებაა, ხოლო მისი ხელმძღვანელი დაზვერვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს წარმოადგენს.
