პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა და მისი ეროვნული ინტერესები დაზიანდება, თუ ქვეყანა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ჰკითხეს, რამდენად დააზიანებს სანქციების არ დაწესება საქართველოს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ მსგავს, ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. კარგად იცით, 2008 წელს გვქონდა ომი. თქვენ გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა? არავინ, მსოფლიოში არავინ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია ჰქონიათ. ამიტომ ჩემი კითხვაა - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინაში არსებული ომი ომია?“, - იკითხა ღარიბაშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან იმედგაცრუებული იყო იმით, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ევროკავშირმა რუსეთს 2022 წლამდე გადაუხადა 2.3 ტრილიონი დოლარი, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა.
რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ერთ მილიარდ დოლარზე ნაკლებია. შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ ოთხ დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა, ხომ? რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში ჩვენი წილი 0.3%-ია და ლოგიკა არ არსებობს. ეს დაანგრევდა, დააზიანებდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილმა კომენტარი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე გააკეთა. პლენარული დისკუსიის წამყვანმა მას შეახსენა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ახლა არ არის იმის დრო, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გაზარდოს. „თქვენ მეგობრებს აღიზიანებთ, თუ როგორი პოზიცია გაქვთ აი, ამ ფრენებით?“, - იკითხა წამყვანმა.
„უპირველეს ყოვლისა, ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის. ძალიან მადლიერი ვართ ევროპის მიმართ.
საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მილიონი ქართველი გვყავს, ეთნიკურად ქართველი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სახის პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან.
როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან. რუსეთთან არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები“, - უპასუხა ღარიბაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისი ინტერესია საქართველოს NATO-სა და ევროკავშირთან დასაახლოებლად მაქსიმუმი გააკეთოს.