„საქართველოს ფოსტამ“ ადგილობრივი და საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გააძვირა. გაზრდილი ტარიფები 2024 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს. საქართველოს მასშტაბით 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანის ღირებულება 124%-ით გაიზარდა და 19 ლარი გახდა. აქამდე 8.5 ლარი ღირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
გაძვირდა ამანათის გატანა ფოსტის სერვისცენტრიდანაც და ახლა 14 ლარი ღირს. ასევე, გაუქმდა მცირე პაკეტები და შესაბამისად, მინიმალური თანხა რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს, 14 ლარია.
გაიზარდა საერთაშორისო ტარიფებიც. აშშ-ში 1 კილოგრამი ამანათის თვითმფრინავით გაგზავნის ღირებულება 23 ლარით გაძვირდა და 185 ლარი გახდა. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.
შპს „საქართველოს ფოსტის“ 100 % წილის მესაკუთრე სახელმწიფოა. 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე კომპანიის დირექტორი ლევან ჩიკვაიძეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, ბოლო ორი წელია ლევან ჩიკვაიძე დეკლარაციაში აღარ უთითებს იმ შემოსავალს, რასაც ის ოთხი სახელმწიფო კომპანიის დირექტორობიდან იღებს. მანამდე, 6 წლის განმავლობაში (2015-2020) „საქართველოს ფოსტაში“ ჩიკვაიძის წლიური შემოსავალი გასამმაგებული იყო, 36,707-დან 111,622 ლარამდე.
ლევან ჩიკვაიძე 4 სახელმწიფო კომპანიის დირექტორი ერთდროულად არის: შპს საქართველოს ფოსტა; შპს ჯორჯიან კარგო; შპს საქართველოს ლატარიის კომპანია; შპს Express.
ჩიკვაიძე დეკლარაციაში ასევე არ უთითებს მასთან და მის მეუღლესთან დაკავშირებულ (დირექტორი ან/და წილის მფლობელი) კიდევ 6 კომპანიას: შპს „რუსთავი პური“, შპს „მაკროენერჯი“, შპს „ელ სი რადიო“, შპს „ბოტეკ ჯორჯია“, შპს „ელ სი კომპანი“, შპს „ფუტსალის კლუბი თბილისი“.
ჩიკვაიძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში. საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს ის ერთხელ უკვე დააჯარიმა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დამალვისთვის.