საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას „უზარმაზარი ზიანი“ ადგება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი გაეროში „ჩვენს პოზიციებს“ იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს“, - დაწერა დიპლომატმა სოციალურ ქსელში.
გოჩა ჯავახიშვილის თქმით, აგვისტოს ომის 4 წლისთავზე ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი, რაც არის „მისი პასუხი, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს“.
„და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან? გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით), რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს „ეფემერული პოლიტიკური ეფექტის“ ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.
ნამდვილად არ მშურს ჩემი კოლეგების, ვისაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ.
რას ვიგებთ, რა სარგებელს ვიღებთ, რის ფასად, ვის ვუგორებთ კოჭს, რისთვის, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ვისთან ვაგრძელებთ მეგობრობას?“, - დაწერა გოჩა ჯავახიშვილმა, რომელმაც საფრანგეთში საქარტველოს ელჩის თანამდებობა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის გამო დატოვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ 14 აგვისტოს, გაეროში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ განცხადების ის ნაწილი წაიკითხა, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული. პოლიანსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციის გათვალისწინებით, გაეროს უშიშროების საბჭოში მისი დასავლელი კოლეგების სურვილი 2008 წლის ომის საკითხი ყოველ წელს განიხილონ, „მაზოხისტურ პრაქტიკებს“ ჰგავს.