საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დღეიდან, 28 მაისიდან, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში და ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ეს დრო არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული შემთხვევებისა.

შეთანხმება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გეგმავენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გამგზავრებამდე მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთში მოგზაურობის მსურველებს ურჩევს, გაითვალისწინონ შემდეგი:

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, თან უნდა იქონიონ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება პირის ქვეყანაში შეშვებაზე;
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეზღუდულია სხვადასხვა სოციალური და მობილური პლატფორმით სარგებლობა;
  • ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ელექტრონული გადახდის სისტემები - Alipay, WeChat Pay. ამასთან, WeChat Pay-ზე ელექტრონული საფულის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ჩინური საბანკო ბარათით. ხოლო Alipay-ს შევსება შესაძლებელია ნებისმიერი უცხოური ბარათითაც;
  • სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება ჩინური კანონმდებლობის ნორმებს. საქართველოს საკონსულო სამსახური მოქალაქეს დახმარებას უწევს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
  • ჩინეთში აკრძალულია სამხედრო, სამთავრობო და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება, თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას ხელი 10 აპრილს მოეწერა. გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.