საქართველოში ძალის პროეცირებას მოვახდენთ, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა - არესტოვიჩი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კატასტროფაა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჰყავს „პრორუსული ხელისუფლება, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გაანადგურეს ყველაფერი, რაც სააკაშვილმა შექმნა - ხელახლა კორუმპირებული პოლიცია, თვითონ ქართველები ამბობენ, რომ ყველაფერი იყიდება და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, გრანდიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. წარმომიდგენია, როგორ იგლეჯენ თმებს საქართველოში - სპეცსამსახურებსა და ხელისუფლებაში ისინი, ვინც პატრიოტულად არიან განწყობილი. როგორ უნდა გადაიჭრას ეს, ძალიან დიდი პრობლემაა“, - ეს კომენტარი არესტოვიჩმა 2 ოქტომბერს, ერთ-ერთ Youtube არხზე დისკუსიის დროს გააკეთა.

მანამდე, დისკუსიის სხვა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი საქართველოს ანექსიისთვის ემზადება და რუსი ლტოლვილები ასეთი სცენარისთვის ფონს ქმნიან. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები საქართველოს გადაარჩენენ:

„ჩვენ იქ მოვახდენთ ძალის პროეცირებას. ჩვენ მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა და ა.შ. ყველას გადარჩენა. ეს კარგი ამბავია, რადგან ჩვენს ნაომარ მილიონ ბიჭსა და გოგოს უახლოეს მომავალში ყოველთვის გამოუჩნდებათ საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირდაპირი მნიშვნელობით - სამშვიდობოები, სტაბილიზაციის ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ. საჭირო იქნება ამ ყველაფრის წესრიგში მოყვანა“.

დისკუსიის დროს ოლექსი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარი ჰყავს მსოფლიოში და განსაკუთრებით მაშინ, თუ რუსეთი დაშლას დაიწყებს, მუდმივად მოთხოვნადი რესურსი იქნება: „ყოველთვის ამას ვამბობდი და ახლაც ვამბობ: მოდით, მოვახდინოთ ძალის პროეცირება, რადგან ჯარისკაცებს დიპლომატები მოჰყვებიან, დიპლომატებს კი კაპიტალი. ეს ჩვენი თამაშია. წესებს ჩვენ ვწერთ“.

არესტოვიჩი საქართველოს ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მან კრიმინალური ხასიათის განცხადება გააკეთა და საერთაშორისო სამართალში გარკვევა ურჩია. ოლექსი არესტოვიჩის განცხადება მუქარად შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა: „ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ, როცა ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მას მოჰყვებოდა დიპლომატია, წესი და შემდეგ რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩეულ-უკრაინული გეგმა ეს არის. არ ვსაუბრობ მთელ უკრაინაზე. ქართველებო, კარგად ვიცოდეთ, „სლავა უკრაინა“ რა არის მებრძოლებისთვის და რა არის არესტოვიჩისთვის. აქ ძალიან მკვეთრი სხვაობაა“, - თქვა ქადაგიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სჯობს, „უკრაინის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც დღენიადაგ ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული, უკრაინელ ხალხს მიხედონ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.