აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ ქველმოქმედებას მოახმარს მილიონ ლარს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას ჯილდოს სახით სახელმწიფოსგან გადაეცემა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
დვალიშვილის თქმით, სურს საქართველოში ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები გახსნას, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ.
„ამ საჩუქარს ნამდვილად არ ველოდი. იცით, რომ ჩვენ პროფესიონალი სპორტსმნენები ვართ, არ ვართ სახელმწიფოს, ფედერაციის ან ა.შ. ბალანსზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივაღწიეთ ამ ყველაფერს. მადლობა ამ საჩუქრისთვის, რა თქმა უნდა. ამ თანხას სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას საქართველოში“, - თქვა დვალიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილს და UFC-ის კიდევ ერთ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას ფულადი ჯილდო, მილიონ-მილიონი ლარი გადაეცემათ. როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.
33 წლის მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ის საქართველოში გუშინ დაბრუნდა და საჩემპიონო ქამარი სამშობლოში ჩამოიტანა.
რაც შეეხება ილია თოფურიას, მან ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში მოიპოვა. საქართველოს პრეზიდენტმა ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა, საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის.
