ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „რუსეთის დღეს“ ულოცავს და აცხადებს, რომ ეს დღე „სამხრეთ ოსეთშიც“ სახელმწიფო დღესასწაულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„რესპუბლიკის მაცხოვრებლების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ჩვენ თავს დიდი სახელმწიფოს ნაწილად მივიჩნევთ და ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემის, პარტნიორობისა და მოკავშირეობის პრინციპებზე“, - აცხადებს გაგლოევი.
დე ფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია.
„2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველომ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რუსეთი ჩვენი ხალხის დასაცავად გამოვიდა. მან სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია რესპუბლიკას, საქართველოს მშვიდობა აიძულა, რითაც თავიდან აიცილა სამხრეთ ოსი ხალხის სრული განადგურება, აღიარა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა.
რუსეთი დროის გამოწვევებს ყოველთვის გამბედაობით, ხალხის ერთიანობითა და შემოქმედების სურვილით პასუხობდა.
დღეს რუსეთის ერებს კვლავ მოუწიათ გარე საფრთხეებთან დაპირისპირება. რუსი სამხედროები, მათ შორის მებრძოლები სამხრეთ ოსეთიდან, იბრძვიან უკრაინის ნაციზმისგან გასათავისუფლებლად. პატრიოტიზმი, თავისუფლება, სამართლიანობა - ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც დღეს ისევ ვიცავთ. დარწმუნებული ვარ გამარჯვება ჩვენი იქნება“, - ნათქვამია გაგლოევის განცხადებაში.
ალან გაგლოევმა „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის რანგში ახალი მიღწევები უსურვა.
რუსეთმა „სამხრეთ ოსეთი“ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.
ამ თემაზე:
2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ საქართველოს მხრიდან რაიმე დარღვევა გამორიცხა