2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ საქართველოს მხრიდან რაიმე დარღვევა გამორიცხა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომში საქართველოს მხრიდან ჩადენილი რაიმე დარღვევა გამორიცხა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩემი ოფისი გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება“, - აღნიშნა პროკურორმა კარიმ ასად აღმად ხანმა.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან:

  • გენერალ ლეიტენენტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა და ამ თანამდებობას იკავებდა სულ მცირე 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • ჰამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო;
  • დავით სანაკოევი, რომელიც ადამაინის უფლებათა საკითხებში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი (ომბუდსმენი) იყო.

„პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა. აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში“, - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა და დასძინა, რომ გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლიც, რომელსაც „საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „უკვე ოფიციალურადაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება, ვინმეს ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაარღვია თუ არა რამე ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა“.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 169 სამხედრო და დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი დატოვა 150 000-მა ადამიანმა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება. ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, 125 დასახლება რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.