სამთავრობო თვითმფრინავით ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების თბილისიდან მიუნხენში გამგზავრება და უკან დაბრუნება 109 500 ლარი დაჯდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საჰაერო რეისის ხარჯი მისმა მშობელმა აანაზღაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარიც აჩუქეს. გასულ წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილის ანაზღაურება 45 104 ლარი იყო.
წლის განმავლობაში ღარიბაშვილების გასავალმა 130 000 ლარს გადააჭარბა. აქედან, 20 000 დოლარი (დაახლოებით 54 000 ლარი) მოგზაურობაში დახარჯეს, 15 000 ლარი კი ოჯახის წვეულებაში.
ირაკლი ღარიბაშვილის 14 წლის შვილის, ანდრია ღარიბაშვილის სწავლის საფასური 24,091.26 ლარი იყო, 9 წლის გაბრიელ ღარიბაშვილის - 13,372.14 ლარი, 7 წლის ნინო ღარიბაშვილის კი 5445.06 ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა 25,809.36 ლარი ბანკ „ქართუში“ შეიტანა ბაკურიანში სახლის მშენებლობისთვის აღებული სესხის დასაფარად, ხოლო 6255.9 ლარი ბაკურიანში ტყით სპეციალური სარგებლობისთვის გადაიხადა.
ღარიბაშვილმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ ნაღდი ფულის სახით 50 000 ლარი აქვს.
2023 წლის აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლებლად მიმავალი შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი მიუნხენამდე სამთავრობო თვითმფრინავით ჩაიყვანა. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში ერთი კვირა ელოდა, ვიდრე ის ამერიკიდან დაბრუნდებოდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ჩარტერული ფრენის საფასური პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2024 წლის 29 იანვარს გადადგა, რის შემდეგაც ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
