„განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით. არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას. სუს-მა დღეს თქვა, რომ სერბეთში მოქმედი ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები, რომლებმაც საქართველოში ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი გადატრიალებისთვის გადაამზადეს, USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 3 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„მე ვუყურე სუს-ის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, ეს ადამიანები თავიდან ცდილობდნენ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები და რეალურად, გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენ ქვეყანაში, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია.
მითუფრო შემაშფოთებელია, რომ როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება აშშ-ის და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება.
ჯერ იყო, გახსოვთ, აკერმანის ტრენინგები, მერე იყო „ფრანკლინის კლუბი“, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა, ვხედავთ ასეთი სახის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგების სათაური არის არაძალადობრივი აქტივობა, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარი რა არის - არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი უკვე ყველამ ვიცით რაც არის, ეს არის მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა აქვს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ, გავუფრთხილდებით ჩვენ ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და არავის არ ავარევინებთ ამ ქვეყანას. არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს“ , - განაცხადა კობახიძემ.
