გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, „ქართულ ოცნებას“ გენერალურ აუდიტორად გადაჰყავს. მისი კანდიდატურა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
პაპუაშვილმა თქვა, რომ გენერალურ აუდიტორად გაბიტაშვილის არჩევა სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
„მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
2022 წლის 21 სექტემბრიდან 2025 წლის 3 ივნისამდე გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ბრუნდება.
პარლამენტი გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით - 5 წლის ვადით ირჩევს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი აუდიტორული ორგანოა. მისი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი გვარაკიძე შეასრულებს, რომელიც გაბიტაშვილის გადადგომამდე გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. გვარაკიძე 2025 წლის 13 მაისიდან თბილისის პროკურორი იყო, მანამდე კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
