თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამი ტელეკომპანია - „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „პირველი“, რომლებმაც უარი თქვეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ეთერში გაშვებაზე. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა კომუნიკაციების კომისიის შუამდლომლობა და ტელეკომპანიებს სადავო კლიპის დაუყოვნებლივ განთავსება დაავალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
„ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ სასამართლო დაეთანხმა სამართალდარღვევის ოქმს, ასევე დაგვავალდებულა, ეს ამორალური და კანონმდებლობის დარღვევით შესრულებული რგოლი ეთერში დადგენილების ჩაბარებისთანავე განვათავსოთ“, - განაცხადა „ფორმულას“ იურისტმა, ეთო ქათამაძემ.
გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დანარჩენი ორი მაუწყებლის იურისტებიც და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ეს არის ზეწოლა, რომ ყოველდღიურად გავიდეთ ახალ-ახალ ჯარიმაზე და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ არ აღვასრულებთ, იყოს რისკი იმისა, რომ შეგვიჩერდეს მაუწყებლობის უფლება და ამით საფრთხე შეექმნას როგორც საზოგადოების ინფორმირებულობას, ისე კომპანიის საქმიანობას“, - აღნიშნა „პირველის“ წარმომადგენლმა, თორნიკე იაგანაშვილმა.
საუბარია მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ კლიპზე - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“, რომელშიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების, ეკლესიებისა და სკოლების კადრებია გამოყენებული. მას შემდეგ ტელეკომპანიებმა უარი თქვეს, მათივე შეფასებით, არაეთიკური, ამორალური კლიპის ეთერში გაშვებაზე, „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა და მათი სამართალდამრღვევად ცნობა მოითხოვა.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებს ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გუშინ, 10 ოქტომბერს შეუდგინა. მარეგულირებლის განმარტებით, დასახელებული მოტივით პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის მიერ განუთავსებლობა კანონის დარღვევაა.
კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნულ ტელევიზიებს დარღვევა ერთი თვის წინაც დაუდგინა და მაშინაც 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.
