თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, მოქალაქე ქეთევან გაბიანი სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, ჯარიმის გადახდა დააკისრა 2 ათასი ლარის ოდენობით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
სასამართლოს განაჩენის შესახებ ინფორმაცია მინისტრმა წულუკიანმა თავად გაავრცელა. მისი თქმით, ეს განაჩენი მნიშვნელოვანი პრეცედენტია.
მოქალაქე ქეთევან გაბიანი პოსტში წულუკიანს აგინებდა და წერდა, რომ „დამარხავდა“.
„თეა წულუკიანი უნდა დავმარხო. საფლავს არ დავაფსამ, სვანია მაინც. ...საფლავს ვერ ნახავს ვერავინ შენსას, სიტყვას გაძლევ“, - ეწერა პოსტში, რომელიც ამ დროითვის აღარ იძებნება.
„ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა. მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი“, - წერს მინისტრი წულუკიანი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
