ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლის საკითხი მთავრობასთან არ განუხილავს. ამასთან, კაია კალასმა თქვა, რომ საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მისცეს, არასწორი მიმართულებით მიდის და ეს მხოლოდ შიდა საკითხი აღარაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა დეპუტატის შეკითხვაზე, მიზანშეწონილი იყო თუ არა თბილისში, ანტისამთავრობო დემონსტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა და შეათანხმა თუ არა მან ეს მთავრობასთან.
„განიხილა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრმა აქციაზე დასწრება [მთავრობასთან]? არა, არ განუხილავს, მაგრამ ცხადია, რომ
იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, ის ნაბიჯები, რასაც ამ რეფორმებით დგამენ, არასწორი მიმართულებით მიდიან, აღარ არის საქართველოს შიდა საკითხი, არამედ, სინამდვილეში, სასწორზე მთელი ევროკავშირის სანდოობა დევს.
მე არ განვსჯი გამოსვლას. რა თქმა უნდა, სტილი თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ ის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები წავიდნენ საქართველოში, ქართველ ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატავად, ეს სწორია. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს იმის საჩვენებლად, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარესაა“, - განაცხადა კალასმა.
15 მაისს, პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებიდან მეორე დღეს, თბილისში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. მარგუს ცაჰკნა, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი სცენაზე ავიდნენ და ხალხს მიმართეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრები მწვავედ გააკრიტიკა და მათი ქმედება საქართველოს სუვერენიტეტის უგულებელყოფად შეაფასა. მისი თქმით, „საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა“.
„ეს არ არის მეგობრობა. ეს არის პირდაპირ მტრობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში“, - ეს განცხადება კი „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად შეაფასა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმაც.
