საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევა გაუუქმეს. პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილებას „არასერიოზული“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია. რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან.
ამ საქციელს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის არ ერიდება „ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი“, რომ „რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში უნდა დასწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც დღეს, 25 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა. „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
