ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) გაწევრიანებაა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ზეწოლის გამო ჯერ კიდევ უჭირთ სხვა ქვეყნებთან კონტაქტების დამყარება და აღიარების მოპოვება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„რა თქმა უნდა, აფხაზეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა. ეს არის თავად ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანი. ეს ყველაფერი ლოგიკურად ურთიერთკავშირშია. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ვაწყდებით, არ გაუქმებულა.
სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს დასავლეთის, კერძოდ, შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოლიტიკა. აფხაზეთს აქვს უარყოფითი გამოცდილება, როდესაც შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები აგრძელებდნენ მნიშვნელოვან ზეწოლას იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც რესპუბლიკას დიპლომატიური ურთიერთობები უკვე დამყარებული ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ კონტაქტები მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ პირდაპირი ზეწოლის განხორციელება ამა თუ იმ ქვეყანაზე.
ყველა სირთულისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლებლობების ძიებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კავშირებისა და კონტაქტების დასამყარებლად, ვეძებთ ახალ პარტნიორებს. ამ საკითხებში ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - უთხრა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ გამოცემა „იზვესტიას“.
სერგეი შამბამ გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში გაიზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთს სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.
რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა აღიარა. დღეისთვის ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ კიდევ ოთხ სახელმწიფოს ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და სირიას. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება გაიწვიეს.
ამ თემაზე:
სოხუმში განაცხადეს, რომ აღიარების საკითხზე ჩრდილოეთ კორეასთანაც მუშაობენ
