„არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და ჩვენი, ქართველი ხალხის გაცხადებული პოლიტიკაა, მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს, შერიგება კი გულისხმობს სინანულს და ურთიერთ პატიებას. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ერთიანი საქართველოსკენ“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილს ჰკითხეს, რა ფორმით მოხდება ბოდიშის მოხდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
შალვა პაპუაშვილი ამჯერადაც ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესხა თავს - განაცხადა, რომ მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა „არც კი ესახებათ“ და „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან.
„ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, აქაც აჩვენა თავისი სახე, რომ მზად არიან ყველა საკითხზე სპეკულაციაში ჩაჰყვნენ, მათ შორის, ამოეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი დასახიჩრდა ამ ომის დროს როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები და ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან, თითქოს საუბარი იყოს მათზე, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს იქნებოდა თუ სხვა დროს.
ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჰააგისა და სტრასბურგის პროცესები მიატოვა, როდესაც, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები, „ქართულმა ოცნებამ“ შემოაბრუნა ეს საქმე და მოიგო. სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები.
რაც შეეხება ომის დამნაშავეებს, ისინი პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე. მათ, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული და მათ შორის, აწამა ანწუხელიძე, მოეთხოვება პასუხი მართლმსაჯულებით.
აქ გამოჩნდა სახე არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ რაც კიდევ უფრო სკანდალურია, ჩვენი არასამთავრობო სექტორის, რომელმაც ოს ხალხს უწოდა მკვლელები, პირდაპირ გააიგივა ოსი ხალხი ომის დამნაშავეებთან. აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში უცხოეთიდან ჩასხმული მილიონებით, რომელიც თითქოსდა კონფლიქტის მოგვარების საკითხს უნდა მომსახურებოდა, არასამთავრობო სექტორმა ოსი ხალხი გამოაცხადა დამნაშავეებად, ომის დამნაშავეებად, რომელთანაც სალაპარაკოც, ალბათ, არაფერი არ აქვთ, მათი გადმოსახედიდან.
მსხვერპლი ვართ ორივე, ქართველებიც და ოსებიც ვართ მსხვერპლი იმისი, რომ დღეს ვართ დაშორიშორებული ერთმანეთისგან და იმისთვის, რომ შევრიგდეთ, ამისთვის არის საჭირო სწორედ ის პროცესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები. „ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა, რუსებს? ოსებს? თუ ვის, მითხარით ხელისუფლებავ!“, - დაწერა სოციალურ ქსელში შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის ცოლმა, თეო წილოსანმა.
ივანიშვილი და მმართველი პარტია გააკრიტიკა ოპოზიციამაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოღალატეობრივი იყო და მას საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვს მოსახდელი.