„ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა“, - განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ. ბოკუჩავა აშშ-ში დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, სადაც 18 ივლისს დონალდ ტრამპი ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობა 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
„ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში, სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ. ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატებისგან, ისევე როგორც რესპუბლიკელებისგან. შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილების, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების და ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლების შედეგად პროდემოკრატიული, პროდასავლური, პროამერიკული კოალიციური მთავრობით. მეტიც, „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესზე, დონალდ ტრამპმა ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის შესახებ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება.
შეუძლებელია, დონალდ ტრამპის და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, მაშინ, როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი ძლიერი ამერიკის და შესაბამისად, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია.
მეტიც, დონალდ ტრამპი იქნება შეუწყნარებელი ჩინეთის გავლენების გაძლიერების მიმართ, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა ამერიკელები განდევნა ანაკლიის პორტიდან და შავ ზღვაზე სტრატეგიული პორტის მშენებლობა და შესაბამისი გავლენა ამერიკელების ნაცვლად, ამერიკელების მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას გადაულოცა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს, პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნისას თქვა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში აშშ-სთან და ევროპასთან ყველა „გაუგებრობა“ წარსულს ჩაბარდება.
„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ“, - მიმართა ივანიშვილმა მხარდამჭერებს. როგორც მან განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. „შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება“, - განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა.