მთავრობა გეგმავს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების დაფინანსების 25 000-ლარიანი წლიური ლიმიტი გააუქმოს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს, პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
აზარაშვილის თქმით, სამინისტრო ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით მწარმოებლებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„გასულ კვირაში, ჩემი მოადგილე, შესაბამის ჯგუფთან ერთად, უკვე იყო შვეიცარიაში ორ ცნობილ მწარმოებელთან. პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, მომავალი თვიდან ამ კომპანიებთან კონტრაქტები გვექნება და სახელმწიფო, ჩვენი გათვლებით, 40-დან 50 პროცენტამდე დაზოგავს ონკოლოგიურ მედიკამენტებზე გადასახდელ ფასს.
შესაბამისად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ონკლოგიურ მედიკამენტებზე დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი, მედიკამენტების ნაწილში, საერთოდ გავაუქმოთ და სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების საჭირო მედიკამენტებით დაკმაყოფილება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ონკოლოგიის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დაწყებულია პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 18 წლამდე ასაკის 300-მდე ბავშვს მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაუფინანსდება: „მათ პროტონოთერაპიასაც კი შევთავაზებთ, რომელიც ესპანეთში გაუკეთდებათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს სერვისი სრულად ინტეგრირებული გვექნება რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საქართველოშიც, ქუთაისშიც, გვექნება პროტონოთერაპიის შესაძლებლობა, უკვე აქ გააგრძელებენ მკურნალობას“.
