შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნი და გადასვენებული 11 ცხედრიდან, ამ დროისთვის, მხოლოდ ექვსია ამოცნობილი. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
„დაახლოებით რვა ერთეული ტექნიკა მუშაობს ერთ მხარეს, იმ ლოკაციაზე, სადაც გუშინ, ძირითადად იქნა ნაპოვნი ცხედრები. მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად. ვინაიდან ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ ცოცხალი ადამიანები უნდა ვიპოვოთ და სამწუხაროდ, შესაძლოა იყოს გვამებიც, ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალის თანდასწრებით, მძიმე ტექნიკასთან ერთად.
რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, თერთმეტიდან, ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ამოცნობილია ექვსი პიროვნება. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ასევე დამატებითი სამუშაოები დანარჩენის ამოსაცნობად. სამწუხაროდ, ისეთ გარემოში იქნა აღმოჩენილი ცხედრები, რომ ისინი დაზიანებულია, ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც და შესაბამისად, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.
შოვში, 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტს კი ამ დრომდე ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
