ადამიანები, ვისაც შოვში, სტიქიის ზონაში ეძებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ 20-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ამ დრომდე ეძებენ. მათ შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზაზა მესხი, მისი მეუღლე ალინა და სამი შვილი - ზაზა მესხი, მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდან ჩავიდა. ისინი უწერაში, ავთო ყავლაშვილის კოტეჯში ისვენებდნენ. როგორც ავთო ყავლაშვილმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, ოჯახი შოვში ავტომობილით 3 აგვისტოს, 12:00 საათზე წავიდა. მას შემდეგ, რაც სტიქია მოხდა, მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ბავშვების ასაკი 10-13 წელია.

ზაზა მესხი, მისი მეუღლე ალინა და შვილები

განახლება [5 აგვისტო, 14:35] - სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრებიდან ერთ-ერთი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია. ოჯახის დანარჩენი წევრები ისევ დაკარგულებად მიიჩნევიან.

ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი - გიორგი დუდაშვილის ინფორმაციით, მისი მეუღლე ნატო ჭელიძე (39 წლის) და შვილები ლუკა დუდაშვილი (7 წლის), ანდრია დუდაშვილი (3 წლის) და ანასტასია დუდაშვილი (2 წლის) 3 აგვისტოს, შოვში, კოტეჯებში იმყოფებოდნენ.

ნატო ჭელიძე

„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. ვერ ვუკავშირდები. შოვის ტერიტორიაზე, კოტეჯებში იმყოფებოდნენ, რომელიც, როგორც მეუბნებიან, წალეკილი აქვს მეწყერს. არ ვიცი, რა ხდება. არც გვეუბნებიან. მივედი სამაშველოსთან, ხალხო, გამარკვიეთ მეთქი. იქ არიანო. ნახეს, არ ნახეს, გახიზნული არიან ტყეში, არ არიან - არაფერს გვეუბნებიან, ხალხო. რამე ქენით. ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - 2 წლის, 3 წლის და 7-ის. ნუთუ არ გეცოდებათ ეს ბავშვები?! ძალიან გთხოვთ. ვერ ავწევთ ვერტმფრენებს, რადგან შუქი არ გვაქვს, რომ მივანათოთო“, - ამბობდა გიორგი დუდაშვილი 3 აგვისტოს, ღამით, ჟურნალისტებთან.

ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები

განახლება [6 აგვისტო, 21:00] - ლუკა დუდაშვილი დაღუპულებს შორის ამოიცნეს.

მეგი და გიგი გუტაშვილები, შორენა ბიჭაშვილი, მარიამ და კოტე მაისურაძეები - მარიტა გუტაშვილის თქმით, დაკარგულები არიან მისი და მეგი გუტაშვილი (25 წლის), ძმა გიგი გუტაშვილი (18 წლის), დეიდა შორენა ბიჭაშვილი (49 წლის) და დეიდაშვილები - მარიამ მაისურაძე (20 წლის) და კოტე მაისურაძე (24 წლის).

მეგი და გიგი გუტაშვილები

განახლება [7 აგვისტო, 17:00] - ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მეგი და გიგი გუტაშვილები დაღუპულთა შორის არიან.

შორენა ბიჭაშვილი
მარიამ მაისურაძე

განახლება [8 აგვისტო, 10:00] - დადასტურდა, რომ შოვში დაღუპულთა შორის დედა-შვილი, შორენა ბიჭაშვილი და მარიამ მაისურაძეც არიან.

კოტე მაისურაძე

იორგი და სოფო ყარალაშვილები და დავით ბერიაშვილი - მეგობრების ინფორმაციით, ისინიც კოტეჯებში იმყოფებოდნენ და მათი ავტომობილი ნაპოვნია.

სოფო და გიორგი ყარალაშვილები, დავით ბერიაშვილი

განახლება - დადასტურდა, რომ დავით ბერიაშვილი, გიორგი და სოფო ყარალაშვილები დაღუპულთა შორის არიან. 

გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე - დაკარგული ახალგაზრდების მეგობარი ბაია გეგეშიძე წერს: „გოგონების საბოლოო სამყოფელი იყო კალცის წყალი, როგორც გვანცამ გვითხრა გუშინ [3 აგვისტოს]. სეირნობდნენ დღის 4-ის 20 წუთზე. იმის მერე არაფერი გაგვიგია“.

გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე

განახლება [5 აგვისტო, 17:00] - ოჯახის წევრებმა გარდაცვლილთა შორის ნინო კენჭაძე ამოიცნეს.

ქეთევან ლობჟანიძე - ახლობლების ინფორმაციით, ქეთევან ლობჟანიძე „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ქეთევან ლობჟანიძე

განახლება [9 აგვისტო, 21:00] - სტიქიის ზონაში 9 აგვისტოს ნაპოვნი ორი ცხედრიდან ერთ-ერთი ქეთევან ლობჟანიძისაა. 

თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე - დაკარგულების დეიდაშვილი, ნათია ჩუბინიძე ამბობს, რომ ისინი სტიქიის დროს „მამისონის“ კოტეჯების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე

სამირა ისაევა -  18 წლის რუსთაველი სამირა ისაევა, სამ მეზობელთან ერთად, შოვში ისვენებდა. ძმის ინფორმაციით, ისინი რუსთავიდან 25 ივლისს გავიდნენ.  „ბოლოს 2 აგვისტოს ველაპარაკეთ და „მამისონის“ კოტეჯში რჩებოდნენ. მას შემდეგ ვერ ვუკავშირდლებით“, - ამბობს ისკანდერ მუსაეი. ოჯახი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცია, რომ გოგონა კავშირზე გამოვიდა.

სამირა ისაევა

განახლება [6 აგვისტო, 16:00] - ოჯახმა სამირა ისაევას ცხედარი ამოიცნო. 

გენადი სულთანიშვილი  - 7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დაკარგულებს შორის არის რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ოჯახის წევრებს 3 აგვისტოს შემდეგ ის არ უნახავთ და ვერც კავშირზე გავიდნენ. გენადი სულთანიშვილი კოტეჯების სასადილოში მზარეულად მუშაობდა.

„ესაა ჩემი სიმამრი გენადი (გენო) სულთანიშვილი, სოფელ გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას. ამ ადამიანზე არავინ არაფერს წერთ, მითუმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ. ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა? იმიტომ ვპოსტავ, რომ ოჯახს მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო“, - წერს მამუკა ცერცვაძე.

გენადი სულთანიშვილი

განახლება [9 აგვისტო, 10:36] - დაღუპულებს შორის გენადი სულთანიშვილი ამოიცნეს.

სტიქიის ზონაში 18 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და პროზექტურაში გადასვენებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.