რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა შორის დედა-შვილი, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და 20 წლის მარიამ მაისურაძეც ამოიცნეს. ამის შესახებ გამოცემა „ინფო რუსთავს“ შორენა ბიჭაშვილის მეუღლემ, დავით მაისურაძემ განუცხადა. დაღუპულები რუსთავიდან იყვნენ. ამ დრომდე ეძებენ შორენა ბიჭაშვილისა და დავით მაისურაძის ვაჟს, 24 წლის რატი მაისურაძეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
„ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი, რომ ჩემია. ასე რომ, ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს“, - განაცხადა დავით მაისურაძემ.
შორენა ბიჭაშვილი და მარიამ მაისურაძე იმ 9 ადამიანს შორის იყვნენ, ვისაც გუტაშვილების ოჯახი ეძებდა.
დღეს არსებული მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. იდენტიფიცირებულია 14 გარდაცვლილის ვინაობა, რომელთა შორის არიან 18 წლის სამირა ისაევა, 25 წლის დავით ბერიაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, 25 წლის მეგი გუტაშვილი, 18 წლის გიგი გუტაშვილი, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე, გიორგი ყარალაშვილი, ნინო კენჭაძე, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.
სტიქიის ზონაში საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 15-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან.
კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
