ინციდენტის შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - მღებრიშვილი შოვზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მუხლებია - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. ეს მუხლებია - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი და მეორე 240-ე მუხლია, თუ ზუსტად ვიცი. ეს გამოძიების პრეროგატივაა და არ მინდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს. რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ეს არის ორი მუხლი. ნებისმიერი შემთხვევის, ნებისმიერი ინციდენტის დროს მყისიერად იწყება გამოძიება. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურა. ამაში, მე ვფიქრობ, რომ ახალი არაფერია და საერთოდ, რატომ გაჩნდა ეს კითხვა, საიდან მოვიდა, ჩემთვის გასაკვირია. ინციდენტის შემდეგ გამოძიება დაწყებულია თუ არა? - რა თქმა უნდა, დაწყებულია“, - განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.

შოვში დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 18 ცხედარი, რომელთაგან 14-ია იდენტიფიცირებული. დაღუპულებს შორის არიან 7 წლის ლუკა დუდაშვილი, 18 წლის სამირა ისაევა, გიორგი გოგინაშვილი, ნინო კენჭაძე, 26 წლის დავით ბერიაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 16 ადამიანი.

კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.

 მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან“, - აღნიშნულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა,ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა,მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. სააგენტოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის, მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ 8-10 წუთში უნდა მიეღწია. დასკვნაში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.