ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულად 16 ადამიანი მიიჩნევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 18 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. აქედან, 14 არის ინდენტიფიცირებული და 16 მოქალაქის ძიების პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში, 80-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. პირველი ეტაპია 7 ლოკაცია, სადაც შეიძლება მოქალაქეები ყოფილიყვნენ და რა თქმა უნდა, სხვა ლოკაციებზეც მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა ხიდეშელმა.
ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის არიან 7 წლის ლუკა დუდაშვილი, 18 წლის სამირა ისაევა, გიორგი გოგინაშვილი, ნინო კენჭაძე, 26 წლის დავით ბერიაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან“, - აღნიშნულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა,ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა,მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. სააგენტოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის, მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ 8-10 წუთში უნდა მიეღწია. დასკვნაში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
