პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტიულ სიას ჩახსნიან და საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის მაშინ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გახარიამ თქვა, ამ თემით მათზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია, არაფერი რეალური შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს, რადგან ამომრჩეველი არის რეალურად გაბრაზებული. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს - ან „ნაცები“, ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილს და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ. დღეს არა, დავტოვებთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ“, - თქვა გახარიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია ერთადერთია ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის სიების ჩახსნის თაობაზე ჯერ არ მიუმართავს. გუშინ და დღეს ეს გააკეთეს ოპოზიცურმა კოალიციებმა - „ძლიერმა საქართველომ“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“. ცესკომ სამივე გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ მათი შემდეგი ნაბიჯი პარლამენტისთვის მიმართვა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა იქნება. გუშინ, 25 ნოემბერს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პარლამენტს შესაბამისი წერილი უკვე გაუგზავნა.
ცესკოს საბოლოო მონაცემების თანახმად, არჩევნების შედეგად, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი (53.93%) მოიპოვა, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 19 მანდატი (11.03%), „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 16 მანდატი (10.17%), „ძლიერმა საქართველომ“ - 14 მანდატი (8.81%), ხოლო პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი (7.78%). „ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე 25 ნოემბერს შეიკრიბა და კონსტიტუციის დარღვევით, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
