„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, ვაშაძემ თქვა, რომ განცხადება ელექტრონული ფოსტით გაგზავნა და ის საკანონმდებლო ორგანოში უკვე რეგისტრირებულია.
„მე პირადად უკვე გავგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მანდატი, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე იმისთვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგებიც იგივეს გააკეთებენ“, - თქვა ვაშაძემ.
დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ჩაატარა, სადაც150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, აირჩია თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეები. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.
კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არა ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ეს და პარლამენტის სხვა გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნევა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაატარა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი. ცესკოს მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.
