სიღნაღის სასამართლომ შეწყვიტა საქმისწარმოება ენმ-ის წევრების მიმართ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლიკა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას და პარტიის კიდევ ერთი აქტივისტის გიორგი ლომიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყვიტა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს შენობასთან 21 მაისს დააკავეს. პოლიცია ოპოზიციური პარტიის წევრებს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფარულავამ და ლომიძემ საგარეჯოს პოლიციასთან, საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის ჰიმნები და სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს, რაზეც პოლიციის უფროსი გაღიზიანდა, სიმღერის გამორთვა მოითხოვა, უარის შემდეგ კი ძალით გამორთვა სცადა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს.

„რაც შეეხება პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლას, წარმოდგენილი კადრებში რაღაც მომენტში ჩანდა, რომ როდესაც პოლიციელები საზოგადოებას ეუბნებიან რომ გადავიდნენ, პოლიციასთან ახლოს რომ არ უნდა იყვნენ, მე მგონი იქ ერთ-ერთ გოგოს ხელით წევდნენ, რომ გადასულიყო, ბატონი გიორგი ლომიძე ამბობს კიდეც, ხმაც ისმის ვიდეოში, რომ ეს გოგოები მასთან არიან ჩაბარებული, არ აწევინებს მათ და ხელს უშლის სამართალდამცავებს მუშაობაში. ბატონი გიორგი იძახდა, ხელი გაუშვითო გოგოებს“, - თქვა  საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე.

ადვოკატმა პოლიციელებს მოსთხოვა, წარდგენილ ვიდეოში კონკრეტული ადგილი მიეთითებინათ, სადაც წინააღდეგობის გაწევის ფაქტი ჩანდა. პოლიციის მიერ წარდგენილი ვიდეომასალა ასეთ მტკიცებულებას არ შეიცავდა.

ამის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლებმა ლაშა ფარულავას და გიორგი ლომიძის სამართალდამრღვევად ცნობა მაინც მოითხოვეს, რაც მოსამართლე ლიკა ბოკერიამ არ დააკმაყოფილა და საქმისწარმოება შეწყვიტა.

ფარულავა და ლომიძე საგარეჯოს პოლიციის სამმართველოსთან, წინა დღეს, ყვარელში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციას ყვარელში დაკავებული აქტივისტების ნაწილი საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავდა მოთავსებული. როგორც ცნობილია, 20 მაისს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოცამდე ადამიანი დააკავეს ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე, სადაც პოლიტიკოსები და აქტივისტები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების მიერ ქორწილის გადახდას აპროტესტებდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.