რუსეთიდან, სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელსაც 850 რუსი ტურისტი გადაჰყავს, ბათუმის ნავსადგურშია. ბათუმამდე ლაინერი თურქეთში იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„თქვენთან ძალიან ლამაზი ბუნებაა, ბოტანიკური ბაღი არაჩვეულებრივია, მის სანახავად მივდივართ. ოკუპაციის შესახებ არ ვიცით, თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული. რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით. აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ხომ ტანკებით შეხვედით იქ და ჩვენ ვნახეთ ის ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში, ვნახე სახლები ფანჯრების გარეშე, რადგან ყველა თქვენს მიერ იყო დანგრეული. რუსეთი აფხაზეთს თქვენგან გათავისუფლებაში დაეხმარა“, - თქვა ჟურნალისტებთან საკრუიზო გემის ერთ-ერთმა მგზავრმა.
გემი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
„გემს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და აღნიშნავენ, რომ საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
Astoria Grande-მ სოჭის პორტი 22 ივლისს დატოვა. წელს პირველად ერთკვირიან საკრუიზო მარშრუტში ბათუმიც ჩართეს. როგორც რუსული სახელმწიფო ტელეარხი იუწყება, ზოგიერთმა მგზავრმა ეს რეისი სპეციალურად აირჩია, რათა ბათუმში ენახა.
მორიგი ასეთი ტური 29 ივლისიდან 5 აგვისტოს პერიოდში განხორციელდება. Astoria Grande, რომლის ბორტზე რუსული ესტრადის მომღერლებიც იქნებიან, სოჭიდან ტრაბზონში გაემგზავრება, შემდეგ ბათუმის პორტში შევა, საიდანაც ისევ თურქეთში დაბრუნდება და ამასრასა და სტამბოლში გაჩერდება. სტამბოლიდან გემი უკან, სოჭში გაემგზავრება.
