სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დღეს დილით, საზღვარზე, ნერქინ-ჰანდის რაიონში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, ორი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და არიან დაჭრილებიც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
აზერბაიჯნის ხელისუფლება სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს. მათი მტკიცებით, 12 თებერვალს, 20:50 საათიდან 23:40 საათამდე პერიოდში, სასაზღვრო ზონაში, ტავუშის პროვინციაში, აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი სომეხმა სამხედროება გახსნეს.
აზერბაიჯანული მხარე აღნიშნავს, რომ 13 თებერვალს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებმა „გუშინდელი პროვოკაციის“ საპასუხოდ „შურისძიების ოპერაცია“ ჩაატარეს, რის შედეგადაც ნერქინ-ჰანდის დასახლებულ პუნქტთან მდებარე სამხედრო პოსტი სრულად გაანადგურეს.
„სომხური მხარის ეს პროვოკაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესზე სერიოზული დარტყმაა. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ მსგავსი პროვოკაცია მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ევროკავშირის მისია დაკვირვებებს აწარმოებს, სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ მისიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სომეხი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის ბრალდება უარყო.
ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება სტაბილურია. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 09:30 საათისთვის, ნერქინ-ჰანდის რაიონში სროლა შეწყდა.
