საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ამიერიდან ორი ქვეყნის მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ვიზიტების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მაგრამ ასევე იქნება გარკვეული თანმდევი რისკები, რომელთა მართვაზე ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთსა და საქართველოს შორის ერთმანეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს.
„მეზობელ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. ეს ასევე აისახება მთავრობის გეგმაშიც. პრაქტიკაში ასევე არის რეგულარული კონტაქტები, ინტენსიური კავშირები ყველა შესაბამის პარტნიორ უწყებას შორის. საქართველო ასევე არის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ჩვენი მოქალაქეებისთვის საქმიანი და დასასვენებელი მიზნებისთვის. 2019 წელს საქართველოს 1 მილიონ 365 ათასი მოქალაქე ესტუმრა. პანდემიის დროს უკუსვლა დაფიქსირდა და გვჯერა, რომ დინამიკა უახლოეს მომავალში აღდგება“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სომხეთიდან საქართველოში 2021 წელს დაახლოებით 562 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, 2019 წელს - 1 მილიონ 365 ათასი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. დაგეგმილია ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.
