სომხეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 29 წლის გიორგი კინოიანი, რომელსაც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთმა დაუსწრებლად მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღვეთა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამჟამად ის 40-დღიან საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. როგორც მისი ძმა ამბობს, საქართველოს საზღვრის კევთისას მას „არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ დააკავებდნენ ან რაიმე პრობლემა შეექმნებოდა“.
„სომხეთის საზღვრის კვეთისას მესაზღვრეებს კომპიუტერში ამოუგდო, რომ ის რუსეთის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. როგორც ადვოკატებთან გავარკვიე, სომხეთს, რუსეთს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას საერთო ბაზა ჰქონიათ ამ საკითხში.
სომეხი ადვოკატები არანაირ იმედს არ გვაძლევენ - ამბობენ, რომ ექსტრადიციის შანსი ძალიან დიდია.
სომხეთში საქართველოს საელჩოში ვიყავი მისული, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს. გვითხრეს, რომ მათ ინფორმაცია აქვთ და შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, მაგრამ ოჯახის წევრებთან კავშირზე არავინ გამოსულა. ამავდროულად, დღეს ვაპირებთ განცხადებით მივმართოთ იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს“, - განაცხადა კინოიანის ძმამ, ვაკო კინოიანმა.
2024 წლის 25 ოქტომბერს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გიორგი კინოიანი დაუსწრებლად გაასამართლა და დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით („დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში“). კინოიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გიორგი კინოიანი 2022 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდში ნებაყოფლობით ჩავიდა უკრაინაში და კიევში შეუერთდა „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“, გაიარა სამხედრო წვრთნები, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობდა.
„ქართული ეროვნული ლეგიონი“ რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ხოლო მის მეთაურ მამუკა მამულაშვილზე საგამოძიებო უწყებებს საერთაშორისო ძებნა აქვთ გამოცხადებული.
„თავისი ქმედებებით კინოიანმა ხელი შეუწყო შეიარაღებული კონფლიქტის შენარჩუნებას და რეგიონში არასტაბილურობის შექმნას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაუსწრებლად მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული“, - აცხადებდა საგამოძიებო კომიტეტი.
რუსეთმა დაუსწრებლად უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ათობით მოქალაქე გაასამართლა.
