„ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმური პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აირჩია. სოზარ სუბარის კანდიდატურას მხარი „ქართული ოცნების“ 86-მა წევრმა დაუჭირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
- 6 „მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს
„დადგენილება მიღებულია. ვულოცავ ბატონ სოზარს, ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას ვიცე-სპიკერის პოზიციიდან“, - განაცხადა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
აღნიშნულ თანამდებობაზე სოზარ სუბარის კანდიდატურა „ხალხის ძალამ“ წარადგინა. დღეს პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ წევრბემა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება და „ჯანსაღი ოპოზიციის“ შექმნა გადაწყვიტეს.
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკია, ხოლო მოადგილეებად დანიშნულები არიან - გიორგი კახიანი, ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი.
მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება „ქართულმა ოცნებამ“ 25 ნოემბერს ცნო, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული. ამით საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესები დაირღვა.
პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან/პარტიიდან არცერთი.
