არალეგიტიმურ პარლამენტში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას, „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა პოლიციელთა ხელფასების ზრდაზე ისაუბრა. სუბარის თქმით, მათი ხელფასები ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ადეკვატური არ არის და ამიტომ მომავალ წელს 10%-ის ნაცვლად, 20%-ით უნდა გაიზარდოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„მართლა დანაშაული იყო, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით, როცა საჯარო სამსახურებში ხელფასი უბრალოდ არ მოგვიმატებია და ძალიან კარგია, რომ ახლა ამ პოლიტიკას ვატარებთ. თუმცა,
სამართალდამცავების და ჯარის ხელფასები, მიუხედავად იმ ორჯერ 20%-იანი ზრდისა, მაინც ჩამორჩება იმ დონეს, რაც შესაბამისი შეიძლება იყოს იმ ამოცანასთან, რასაც ისინი ასრულებენ. ერთს ვიტყვი - თუ არ გვექნება ქვეყანაში სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა კი არა, ბევრი რამ მოგვრჩება უკან და შეიძლება სახელმწიფოს შენარჩუნების საკითხი გაგვიჭირდეს.
ამიტომ ეს უნდა იყოს, ჩემი აზრით, პრიორიტეტი. თუ კიდევ ერთხელ 20%-იან ზრდას შევძლებთ, შემდგომ უკვე სტანდარტული სხვა საჯარო სამსახურებთან ერთად ზრდა იქნება საკმარისი, რომ მათი ხელფასი მუდმივად იყოს იმ ფარგლებში, რომელიც მათ ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს და მათ შრომას დააფასებს“, - თქვა სუბარმა.
სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ პოლიციელთა ხელფასების 20%-იანი ზრდის საშუალება ბიუჯეტში მოინახება. „ეს იქნება დაახლოებით პლუს 100 მილიონის დამატება - კი ბატონო 200 იყოს“, - აღნიშნა სუბარმა.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსება 330.0 მლნ ლარზე მეტით იზრდება.
როგორც არალეგიტიმურმა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსებაზე ჯამურად გამოყოფილია 3 მილიარდ 350 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 10%-ს შეადგენს.
„გამოყოფილი თანხების ფარგლებში, განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე განცხადებით, ბიუჯეტში წარმოდგენილი ხედვა სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
