შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
პოლიციის პოლკოვნიკმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების თანხლებით, თავად გამოაქვეყნა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი.
„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.
მეშვიდე დღეა, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, საპოლიციო ძალები სასტიკად არბევენ. მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და სხვა სპეციალურ საშუალებებს. სავარაუდოდ, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. დაკავებულია აქციის 300-ზე მეტი მონაწილე, რომელთა დიდი ნაწილი სპეცრაზმის მიერ არის ნაცემი.
28 ნოემბერს, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
გადაწყვეტილებას საჯარო მოხელეებიც აპროტესტებენ. თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ.
ბოლო დღეებში გადადგნენ აშშ-ში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთსა და ლიეტუვაში საქართველოს ელჩები, ასევე, იტალიაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. პოსტიდან წავიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიაც.
