შოვში, სტიქიის ზონაში, დღეს ექვსი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ცხედრები ნანახია ერთი და იგივე, ე.წ. კოტეჯების ადგილას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„ეს არის ის ადგილი, სადაც, ჩვენი ვარაუდოთ, კიდევ უნდა იყოს ცხედრები. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
სამაშველო ღონისძიებები ღამის განმავლობაშიც გაგრძდელდება. მღებრიშვილის თქმით, მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში ყველა საჭირო ტექნიკის შეყვანის საშუალებას იძლევა.
„მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა დაახლოებით 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც არიან. დღის განმავლობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულებები იყვნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და კინოლოგთა ჯგუფი.
