ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ქარჩავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ 2022 წლის 28 დეკემბერს ბათუმში ზურაბ ქარჩავასთვის კარვის გაშლის აკრძალვა და მისი შემდგომი დაკავება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჭრილში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
საქმე ეხებოდა ზურაბ ქარჩავას ერთკაციან პროტესტს, რომლის მიზანი საჯარო სკოლებში უფასო კვების აუცილებლობაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება იყო.
- საკონსტიტუციო სასამართლოს სიახლოვე - დადგინდა, რომ კარავი კანონით დადგენილ 20-მეტრიანი აკრძალული ზონის გარეთ, 25 მეტრის დაშორებით იყო განთავსებული.
- ძეგლის დაცვა - სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პროტესტი იყო სრულიად მშვიდობიანი და კარვის გაშლა არცერთ შემთხვევაში არ უქმნიდა საფრთხეს მემედ აბაშიძის ძეგლის იერსახეს.
- საახალწლო უსაფრთხოება - სახელმწიფომ ვერ დაამტკიცა, რომ კონკრეტული ადგილი პიროტექნიკისთვის იყო განკუთვნილი და ვერ წარმოადგინა საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საახალწლო უსაფრთხოება - სახელმწიფომ ვერ დაამტკიცა, რომ კონკრეტული ადგილი პიროტექნიკისთვის იყო განკუთვნილი და ვერ წარმოადგინა საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პოლიციამ აქტივისტი პროტესტის ადგილიდან იძულებით გაიყვანა და დააკავა. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს „მსუსხავი ეფექტი“, დააშინოს არა მხოლოდ კონკრეტული აქტივისტი, არამედ საზოგადოების სხვა წევრებიც, რათა მათ მომავალში აღარ გამოხატონ საკუთარი პოზიცია საჯარო ინტერესის საკითხებზე.
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ევროს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ავსებს სტრასბურგის პრეცედენტულ პრაქტიკას საქართველოში შეკრების თავისუფლების კუთხით, სადაც უკვე არსებობს მსგავსი დარღვევების აღიარების პრაქტიკა (საქმეები: „ფერაძე“, „მაქარაშვილი“, „ჩხარტიშვილი“).
ზურაბ ქარჩავას ინტერესებს სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავდა. 2026 წლის მარტიდან, რეპრესიული კანონმდებლობის გამო, საია იძულებული გახდა, უფასო იურიდიული დახმარების სერვისი შეეზღუდა.
სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროტესტისთვის კარვის გაშლა, როგორც გამოხატვის ფორმა, დაცულია ევროპული კონვენციით და მისი თვითნებური აკრძალვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იწვევს.
