ამერიკული როკ-ბენდის, The Killers-ის კონცერტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 15 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართა, მსმენელთა ნაწილმა დატოვა. მათი პროტესტი გამოიწვია კონცერტის ბოლოს ბენდის სოლისტის, ბრენდონ ფლაუერსის მიერ სცენაზე დრამერის აყვანამ, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„რა გქვია და საიდან ხარ?“ - ჰკითხა ბრენდონ ფლაუერსმა მამაკაცს, ხოლო მას შემდეგ, რაც პასუხად მიიღო, რომ ის რუსეთიდან იყო, თქვა, რომ რუსები და ქართველები „ძმები და დები“ არიან. აუდიტორიის ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, ბენდმა რუს დრამერთან ერთად სიმღერა მაინც შეასრულა, რის შემდეგაც ფლაუერსმა უკმაყოფილო აუდიტორიას მიმართა: „თქვენ ვინმეს არაღიარებთ თქვენს ძმად? ის არ არის თქვენი ძმა? ჩვენ, ყველა, გაყოფილი ვართ ჩვენი ქვეყნების საზღვრებით? ამას ამბობთ? ესე იგი, მე, რომელიც ამერიკიდან ვარ, თქვენი ძმა არ ვარ?“.
მოქალაქეები, რომლებმაც საკონცერტო დარბაზი დატოვეს, ამბობდნენ, რომ The Killers-ის სოლისტის საქციელით თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.
ინციდენტის შემდეგ ბენდმა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავენ, რომ დრამზე დასაკრავად მსმენელის სცენაზე აყვანა მათი დიდი ხნის ტრადიციაა და წუხელ, დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, თითქოს სცენაზე აყვანილი ადამიანი მისაღები იყო - „კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ... ვაღიარებთ, კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის აუდიტორია და გულშემატკივრები „ძმები და დები“ არიან, შეიძლება არასწორად ყოფილიყო გაგებული. ჩვენ არ გვსურდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. თქვენს გვერდით ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით“.
მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა „ბლექ სი არენამაც“ და განმარტა, რომ სცენაზე არტისტის მოქმედება მათი პოზიცია არ არის: „ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს... რუსეთი ოკუპანტია“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა წელს პროექტს Starring Georgia ახორციელებს, რაც უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. 2022 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონცერტებისთვის 70 მილიონილარი გამოიყოფოდა.
სამთავრობო პროექტის ფარგლებში, 31 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჯგუფ Imagine Dragon-ის კონცერტია დაგეგმილი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს, დინამო არენაზე ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართება.