საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩა მგელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყო თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ტერორისტები წვრთნებს გადიოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე. აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები, არ მიმდინარეობს ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება.
მეტსაც გეტყვით, სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ოპერატიულად გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს. ამასთან, ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარეს და შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა და სხვადასხვა დანაყოფმა თურქეთის ორ ლოკაციაზე ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს გუშინ, 5 მაისს“, - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.
5 მაისს რამდენიმე თურქულმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ თურქეთის პოლიციისა და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის მიერ 23 პროვინციაში ერთდროულად ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, 74 ეჭვმიტანილი დააკავეს. მედია გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდობით წერს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ თურქეთში ახალი სტრუქტურა შექმნა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანშიც აქტიურია. სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Anadolu-ს ცნობით, პროპაგანდისტული საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბებული „ჯიჰადის ჯგუფის“ წევრებმა სამხედრო მომზადება საქართველოში გაიარეს, რის შემდეგაც კონფლიქტის ზონებში იგზავნებოდნენ, მუშაობდნენ სირიასა და საქართველოში. გამოძების ფარგლებში, სულ 92 პირის დაკავების ორდერი იყო გაცემული. ეჭვმიტანილები ძირითადად დიარბაქირში იყვნენ ბაზირებულნი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათი და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით წარმოებული ოპერაციის შედეგად გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია აშშ-ისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. სუს-ი აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ.
უსაფრთხოების სამსახური საქართველოში დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.